კონტენტ კრეატორი
18-11-2026 -

"ევექსი" აცხადებს ვაკანსიას კონტენტ კრეატორის პოზიციაზე

სამუშაო ადგილი: თბილისი, სათავო ოფისი

სამუშაო განრიგი: სრული, სტანდარტული

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიის სოციალურ მედიაში (Facebook, Instagram, TikTok, LinkedIn, YouTube) განსათავსებელი კონტენტის იდეების გენერირება;
  • ვიდეო, ფოტო და ტექსტური კონტენტის კონცეფციების შემუშავება და აღსრულება;
  • მოკლე ფორმატის (Reels, Shorts, TikTok) და გრძელი ფორმატის ვიდეო კონტენტის დაგეგმვა;
  • ექიმებთან, პაციენტებთან და კომპანიის წარმომადგენლებთან ინტერვიუების ჩაწერა;
  • კონტენტის გადასაღებად სხვადასხვა კლინიკაში, ლაბორატორიასა და ობიექტზე ვიზიტი;
  • ტრენდების მუდმივი მონიტორინგი და მათი ადაპტაცია ევექსის და მასში შემავალი (ევექსი ლაბი, ექიმო და სხვა) ბრენდებისთვის.
  • ინფლუენსერებთან და ბრენდ ამბასადორებთან თანამშრომლობის იდეების ინიცირება;
  • კომპანიაში მიმდინარე თუ ახალი პროექტების/პროდუქტების მარკეტინგული მხარდაჭერის პროცესში ჩართულობა;
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ მითითებული სხვადასხვა დავალების შესრულება, რაც პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულია მის საქმიანობასთან.

ვაკანსიის მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება მარკეტინგის, კომუნიკაციების, ჟურნალისტიკის, PR-ის, მედიის ან მომიჯნავე მიმართულებით;
  • კონტენტის შექმნის მიმართულებით მინიმუმ 4 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • სასურველია პროფესიული სერტიფიკატების ფლობა ციფრული მარკეტინგის, კონტენტის წარმოების ან სოციალური მედიის მიმართულებით;
  • სასურველია ჯანდაცვის, ფარმაციის, დაზღვევის ან FMCG სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);

ჩვენთან შენ მიიღებ:

  • ტრენინგი და განვითარება - “ევექსი”, როგორც განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია, უზრუნველყოფს სამედიცინო და არასამედიცინო მიმართულებით, თანამშრომელთა გადამზადების პროგრამებს, რომელიც მიმართულია როგორც მათ პროფესიულ, ასევე პიროვნულ ზრდაზე.
  • ევექსელის ბენეფიტი - ქსელის მასშტაბით, ყველა თანამშრომელს, ყოველგვარი შეზღუდვისა და ლიმიტის გარეშე, აქვს შესაძლებლობა მიიღოს:
  • 50%-იანი ფასდაკლება ლაბორატორიულ-ინსტრუმენტულ კვლევებზე
  • 50%-მდე ფასდაკლება სტომატოლოგიურ მომასახურებზე კლინიკა “ნიუ დენტში”
  • ფასდაკლებები “ჯიპისის” და “ფარმადეპოს” სააფთიაქო ქსელში მედიკამენტებსა და თავის მოვლის საშუალებებზე.
  • ჯანმრთელობის დაზღვევა - ხელმისაწვდომია ყველა თანამშრომლისთვის.

„ევექსი“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!

 

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!