“ევექსი” ჯანდაცვის სფეროს ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია, რომელიც საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფში შემავალი კომპანიაა და ქვეყნის მასშტაბით 15-მდე კლინიკასა და ნეიროგანვითარების ცენტრს „კარავი“ აერთიანებს.
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში როგორც ევექსელი შენ მიიღებ:
ტრენინგი და განვითარება - “ევექსი”, როგორც განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია, უზრუნველყოფს სამედიცინო და არასამედიცინო მიმართულებით, თანამშრომელთა გადამზადების პროგრამებს, რომელიც მიმართულია როგორც მათ პროფესიულ, ასევე პიროვნულ ზრდაზე.
ევექსელის ბენეფიტი - ქსელის მასშტაბით, ყველა თანამშრომელს, ყოველგვარი შეზღუდვისა და ლიმიტის გარეშე, აქვს შესაძლებლობა მიიღოს:
• 100%- იანი ფასდაკლება ევექსის ოჯახის ექიმთან კონსულტაციაზე;
• 50%-იანი ფასდაკლება ექიმ- სპეციალისტების კონსულტაციებზე;
• 50%-იანი ფასდაკლება ლაბორატორიულ-ინსტრუმენტულ კვლევებზე;
• 50%-მდე ფასდაკლება სტომატოლოგიურ მომსახურებაზე კლინიკა “ნიუ დენტში”;
• ფასდაკლებები “ჯიპისის” და “ფარმადეპოს” სააფთიაქო ქსელში მედიკამენტებსა და თავის მოვლის საშუალებებზე;
• კომპანია უზრუნველყოფს ჯანმრთელობის დაზღვევას, რომელიც ხელმისაწვდომია ყველა თანამშრომლისთვის.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ საიტს: www.evex.ge