"ევექსი" აცხადებს ვაკანსიას EVEX LAB-ის სერვისების გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განრიგი: სრული, სტანდარტული
ძირითადი მოვალეობები:
- EVEX LAB - ის სერვისების გაყიდვების პროცესის კოორდინირება და გაყიდვების გეგმის შესრულება;
- პაციენტთა რაოდენობის ზრდის უზრუნველყოფა;
- კონკურენტების შეფასება და ბაზრის ტენდენციების მუდმივი მონიტორინგი;
- ექიმებისთვის EVEX LAB - ის სერვისების შესახებ ინფორმაციის გაზიარება;
- სამუშაო პროცესში გამოვლენილ ხარვეზებზე დროული რეაგირება და უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება;
- პერიოდული რეპორტინგი ხელმძღვანელთან შესრულებული სამუშაოს შესახებ;
- უშუალო ხელმძღვანელის მიერ მითითებული სხვადასხვა დავალების შესრულება, რაც პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულია მის საქმიანობასთან;
ვაკანსიის მოთხოვნები:
- სავალდებულოა უმაღლესი განათლება, სასურველია სამედიცინო მიმართულებით;
- სასურველია მსგავს პოზიციაზე სამედიცინო ან ფარმაციის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა - განსაკუთრებით MS Excel;
- პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);
- ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
ჩვენთან შენ მიიღებ:
- ტრენინგი და განვითარება - “ევექსი”, როგორც განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია, უზრუნველყოფს სამედიცინო და არასამედიცინო მიმართულებით, თანამშრომელთა გადამზადების პროგრამებს, რომელიც მიმართულია როგორც მათ პროფესიულ, ასევე პიროვნულ ზრდაზე.
- ევექსელის ბენეფიტი - ქსელის მასშტაბით, ყველა თანამშრომელს, ყოველგვარი შეზღუდვისა და ლიმიტის გარეშე, აქვს შესაძლებლობა მიიღოს:
- 50%-იანი ფასდაკლება ლაბორატორიულ-ინსტრუმენტულ კვლევებზე
- 50%-მდე ფასდაკლება სტომატოლოგიურ მომასახურებზე კლინიკა “ნიუ დენტში”
- ფასდაკლებები “ჯიპისის” და “ფარმადეპოს” სააფთიაქო ქსელში მედიკამენტებსა და თავის მოვლის საშუალებებზე.
- ჯანმრთელობის დაზღვევა - ხელმისაწვდომია ყველა თანამშრომლისთვის.
„ევექსი“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!