გარემოს დაცვის და სოციალური მენეჯერი

"ევექსი" აცხადებს ვაკანსიას  გარემოს დაცვის და სოციალური მენეჯერის პოზიციაზე

სამუშაო ადგილი: სათავო ოფისი, ს.ცინცაძის N24ა

სამუშაო განრიგი: სრული, სტანდარტული

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიაში წინასწარ განსაზღვრული „აუთსორსინგული“ სერვისების მართვა და მონიტორინგი (შრომის, სახანძრო უსაფრთხოება, გარემოს დაცვა, დასუფთავების ნორმები, სამედიცინო ნარჩენების უტილიზაცია, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოება და სხვა)
  • მომსახურების გაწევასთან/სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებული ხელშეკრულებების მონიტორინგი, შრომის უსაფრთხოების და გარემოს დაცვის რეგულაციების უზრუნველყოფის მიზნით;
  • ამბულატორიული დაწესებულებების სამედიცინო და ფარმაცევტული მასალების განადგურებასთან/ნარჩენების მართვასთან დაკავშირებულ პროცესებში ჩართულობა;
  • კანონმდებლობაში შესული სიახლეების საფუძველზე შესაბამისი ზომების განხორციელების დაგეგმვა;
  • ბიზნეს ერთეულების სახელმწიფო რეგულირების ნორმებთან შესაბამისობის იდენტიფიცირება, ინცინდენტების შეფასება და შესაბამისი რეპორტის წარდგენა უშუალო ხელმძღვანელთან;
  • პოტენციური რისკების იდენტიფიცირება, პრევენციის და აღმოფხვრის მიზნით, ღონისძიებების დადგემვა და შესრულების  კონტროლი;
  • ISO - ს განსაზღვრული სტანდარტების შესაბამისად სამუშაო პროცესის წარმართვა;
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ მითითებული სხვადასხვა დავალების შესრულება, რაც პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულია მის საქმიანობასთან.

ვაკანსიის მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება; 
  • სავადებულოა გარემოს დაცვის და შრომის უსაფრთხოების შესაბამისი სერტიფიკატის ფლობა;
  • სასურველია ნარჩენების მართვის მიმართულებით შესაბამისი სერტიფიკატის ფლობა;
  • სასურველია სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება;
  • ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
  • პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);

ჩვენთან შენ მიიღებ:

  • ტრენინგი და განვითარება - “ევექსი”, როგორც განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია, უზრუნველყოფს სამედიცინო და არასამედიცინო მიმართულებით, თანამშრომელთა გადამზადების პროგრამებს, რომელიც მიმართულია როგორც მათ პროფესიულ, ასევე პიროვნულ ზრდაზე.
  • ევექსელის ბენეფიტი - ქსელის მასშტაბით, ყველა თანამშრომელს, ყოველგვარი შეზღუდვისა და ლიმიტის გარეშე, აქვს შესაძლებლობა მიიღოს:
  • 50%-იანი ფასდაკლება ლაბორატორიულ-ინსტრუმენტულ კვლევებზე
  • 50%-მდე ფასდაკლება სტომატოლოგიურ მომასახურებზე კლინიკა “ნიუ დენტში”
  • ფასდაკლებები “ჯიპისის” და “ფარმადეპოს” სააფთიაქო ქსელში მედიკამენტებსა და თავის მოვლის საშუალებებზე.
  • ჯანმრთელობის დაზღვევა - ხელმისაწვდომია ყველა თანამშრომლისთვის.

 

„ევექსი“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!