ოფისის მენეჯერი

 

"ევექსი" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე

სამუშაო ადგილი: თბილისი

სამუშაო განრიგი: სრული, სტანდარტული

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიის სახელზე შემოსული და გასული კორესპონდენციისა და ოფიციალური დოკუმენტაციის ადმინისტრირების პროცესის მართვა;
  • ბრძანებების და სხვა ადმინისტრაციული დოკუმენტების წარმოება;
  • კომპანიის ოფიციალური დოკუმენტაციის რეესტრისა და ელექტრონული არქივის წარმოება;
  • მივლინებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის ადმინისტრირება;
  • ოფისში დაგეგმილი შეხვედრების ადმინისტრაციულ/ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა;
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ მითითებული სხვადასხვა დავალების შესრულება, რაც პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულია მის საქმიანობასთან.

ვაკანსიის მოთხოვნები:

  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა (განსაკუთრებით Word, Excel)
  • სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
  • პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);
  • ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;

ჩვენთან შენ მიიღებ:

  • ტრენინგი და განვითარება - “ევექსი”, როგორც განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია, უზრუნველყოფს სამედიცინო და არასამედიცინო მიმართულებით, თანამშრომელთა გადამზადების პროგრამებს, რომელიც მიმართულია როგორც მათ პროფესიულ, ასევე პიროვნულ ზრდაზე.
  • ევექსელის ბენეფიტი - ქსელის მასშტაბით, ყველა თანამშრომელს, ყოველგვარი შეზღუდვისა და ლიმიტის გარეშე, აქვს შესაძლებლობა მიიღოს:
  • 50%-იანი ფასდაკლება ლაბორატორიულ-ინსტრუმენტულ კვლევებზე
  • 50%-მდე ფასდაკლება სტომატოლოგიურ მომასახურებზე კლინიკა “ნიუ დენტში”
  • ფასდაკლებები “ჯიპისის” და “ფარმადეპოს” სააფთიაქო ქსელში მედიკამენტებსა და თავის მოვლის საშუალებებზე.
  • ჯანმრთელობის დაზღვევა - ხელმისაწვდომია ყველა თანამშრომლისთვის.

 

„ევექსი“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!

 

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!