მეტყველების თერაპევტი

 

"ევექსი" აცხადებს ვაკანსიას  მეტყველების თერაპევტის პოზიციაზე

სამუშაო ადგილი: თბილისი; ბახტრიონის 10ბ (ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრი "კარავი")

ძირითადი მოვალეობები:

  • ბავშვების შეფასება ენის, მეტყველების და კომუნიკაციის უნარ-ჩვევების, საარტიკულაციო აპარატის, კვების/ღეჭვის შესაძლებლობების მიმართულებით;
  • დარღვევათა დიფერენცია და შემდგომი ინდივიდუალური განვითარების გეგმების განხორციელება;
  • კომუნიკაციისთვის საჭირო სხვადასხვა უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა;
  • მუშაობა ბავშვებთან განსავითარებელ უნარებზე ენის, მეტყველებისა და კომუნიკაციის მიმართულებით, ასევე კვებისა და პირის ღრუს ტაქტილურ სტიმულებზე საჭიროებისამებრ;
  • მშობელთა კონსულტირება და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა;
  • ინდივიდუალური მომსახურების გეგმის შედგენა და განხორციელება;
  • შესრულებული სამუშაოს შესახებ რეგულარული ჩანაწერების განხორციელება;
  • ბავშვთან ჩართულ სხვა სპეციალისტებთან თანამშრომლობა;

ვაკანსიის მოთხოვნები:

  • კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპიის მაგისტრის ხარისხი;
  • აუცილებელია კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების მიმართულებით ცოდნის და კომპეტენციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ფლობა;
  • ბავშვისა და მოზარდის ასაკობრივი თავისებურებების ცოდნა;
  • ენა-მეტყველებისა და კვების განვითარების დარღვევების თავისებურებების ცოდნა;
  • სასურველია ჰქონდეს სპეციალური ტრენინგების ან კვალიფიკაციის ასამაღლებელი სასწავლო პროგრამების დამადასტურებელი სერტიფიკატი/ები;
  • ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;

„ევექსი“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!