ევექსი აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო შემთხვევების კორდინატორის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: დიდუბის პოლიკლინიკა.
სამუშაო გრაფიკი: სრული
ძირითადი მოვალეობები:
- წინასწარ დადგენილი სტანდარტებისა და ვადების შესაბამისად, კლინიკის შემოსავლების დამუშავება და დოკუმენტაციის სიზუსტის უზრუნველყოფა;
- პაციენტის სამედიცინო ისტორიის საფუძველზე, კალკულაციების პროცესის მართვა;
- სხვადასხვა დაწესებულებებთან, წინასწარ დადგენილ ვადებში, შესრულების დოკუმენტაციის მატერიალური სახით წარდგენა;
- სადაზღვევოებსა და საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში, პაციენტების ქეისების მართვა;
- სათავო ოფისისთვის, კლინიკის შემოსავლების შესახებ, ინფორმაციის მიწოდება;
- დებიტორულ პაციენტთან შესაბამისი პროცესების მართვა;
- ყოველდღიურად სალაროს ნაშთის კონტროლი;
- კოლეგების მიერ მოწოდებული ინფორმაციის სისწორის შემოწმება, შესაბამის სახელმწიფო პროგრამაში ატვირთვა, ხარვეზების კონტროლი და მართვა;
ვაკანსიის მოთხოვნები:
•აუცილებელია უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების/ჯანდაცვის მენეჯმენტის/საბანკო/საფინანსოსაქმე, მიმართულებით
•სასურველია მსგავს პოზიციაზე სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება;
•საოფისე პროგრამების საშუალო დონეზე ცოდნა;
•სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
•პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);
•პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა;
ჩვენთან შენ მიიღებ:
ტრენინგი და განვითარება - “ევექსი”, როგორც განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია, უზრუნველყოფს სამედიცინო და არასამედიცინო მიმართულებით, თანამშრომელთა გადამზადების პროგრამებს, რომელიც მიმართულია როგორც მათ პროფესიულ, ასევე პიროვნულზრდაზე.
ევექსელის ბენეფიტი - ქსელის მასშტაბით, ყველა თანამშრომელს, ყოველგვარი შეზღუდვისა და ლიმიტის გარეშე, აქვს შესაძლებლობა მიიღოს:
• 50%-იანი ფასდაკლება ლაბორატორიულ-ინსტრუმენტულ კვლევებზე
• 50%-მდე ფასდაკლება სტომატოლოგიურ მომასახურებზე კლინიკა “ნიუ დენტში”
• ფასდაკლებები “ჯიპისის” და “ფარმადეპოს” სააფთიაქო ქსელში მედიკამენტებსა და თავის მოვლის საშუალებებზე.
ჯანმრთელობის დაზღვევა - ხელმისაწვდომია ყველა თანამშრომლისთვის.
ევექსი მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!