„ევექსი“ აცხადებს ვაკანსიას კლინიკის მენეჯერის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: თბილისი, ევექსის პოლიკლინიკები
ძირითადი მოვალეობები:
- კლინიკის ბიზნეს პროცესების მართვა, მონიტორინგი და მუდმივი განვითარება;
- ამბულატორიული კლინიკის შემოსავლების მოზიდვა და შენარჩუნება ბიუჯეტის შესაბამისად;
- ამბულატორიული კლინიკის განვითარებაზე ზრუნვა, არსებული სერვისების გაუმჯობესება და ახალი პროექტების დანერგვა;
- პაციენტის უსაფრთხოებისა და სამედიცინო ხარისხის მართვა;
- დაგეგმილი ბიუჯეტის შესრულება და შემოსავლების ზრდის უზრუნველყოფა;
- ახალი სერვისების/მიმართულებების/პროექტების საჭიროების კვლევა, ბიზნეს ქეისის შედგენა და უშუალო ხელმძღვანელთან ინიცირება;
- კლინიკაში მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა, პროცესის მუდმივი მონიტორინგი და გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
- სამედიცინო დოკუმენტაციის, ამბულატორიის შიდა და გარე ანგარიშგების და სხვა ფორმების წარმოების კონტროლი;
- სამედიცინო დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოების უზრუნველყოფა/მონიტორინგი, დაკორექტირების თავიდან არიდების მიზნით;
- დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ, ბიზნეს ამოცანების შესრულების პერიოდული შეფასება, ანალიზი და ხარისხის მუდმივი კონტროლი;
- საჭიროების შემთხვევაში, მოთხოვნის შესაბამისად, რეპორტების წარმოება და სათავო ოფისისთვის მიწოდება.
ვაკანსიის მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების ან ჯანდაცვის მენეჯმენტის მიმართულებით;
- სავალდებულოა ბიზნესის განვითარების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება, მათ შორის მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 3 წლიანი გამოცდილება;
- სასურველია სამედიცინო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;
- საოფისე პროგრამების ცოდნა - განსაკუთრებით MS Excel.
- პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);
- პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა;
ჩვენთან შენ მიიღებ:
- ტრენინგი და განვითარება - “ევექსი”, როგორც განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია, უზრუნველყოფს სამედიცინო და არასამედიცინო მიმართულებით, თანამშრომელთა გადამზადების პროგრამებს, რომელიც მიმართულია როგორც მათ პროფესიულ, ასევე პიროვნულ ზრდაზე.
- ევექსელის ბენეფიტი - ქსელის მასშტაბით, ყველა თანამშრომელს, ყოველგვარი შეზღუდვისა და ლიმიტის გარეშე, აქვს შესაძლებლობა მიიღოს:
- 50%-იანი ფასდაკლება ლაბორატორიულ-ინსტრუმენტულ კვლევებზე
- 50%-მდე ფასდაკლება სტომატოლოგიურ მომასახურებზე კლინიკა “ნიუ დენტში”
- ფასდაკლებები “ჯიპისის” და “ფარმადეპოს” სააფთიაქო ქსელში მედიკამენტებსა და თავის მოვლის საშუალებებზე.
- ჯანმრთელობის დაზღვევა - ხელმისაწვდომია ყველა თანამშრომლისთვის.
„ევექსი“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!