სამედიცინო სერვისების გაყიდვების სპეციალისტი

 

ევექსი აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო სერვისების გაყიდვების სპეციალისტის  პოზიციაზე

სამუშაო ადგილი: თბილისი

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 10:00 – 19:00 საათი

ძირითადი მოვალეობები:

  • პოლიკლინიკებში სამედიცინო პროგრამების, სერვისების და პროდუქტების გაყიდვების განხორციელება;
  • ახალი მომხმარებლების მოზიდვა და სამედიცინო სერვისების კონკურენტუნარიანობის გაზრდა;
  • კონკურენტების შეფასება და ბაზრის ტენდენციების მუდმივი მონიტორინგი;
  • სამუშაო პროცესში გამოვლენილ ხარვეზებზე დროული რეაგირება და უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება;
  • პერიოდული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან, შესრულებული სამუშაოს შესახებ;
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ მითითებული სხვადასხვა დავალების შესრულება, რაც პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულია მის საქმიანობასთან;

ვაკანსიის მოთხოვნები:

  • სავალდებულოა უმაღლესი განათლება, სასურველია  სამედიცინო მიმართულებით;
  • სასურველია  მსგავს პოზიციაზე სამედიცინო ან ფარმაციის  მიმართულებით მუშაობის  გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა - განსაკუთრებით MS Excel;
  • პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);
  • პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა;

ჩვენთან შენ მიიღებ:

  • ტრენინგი და განვითარება - “ევექსი”, როგორც განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია, უზრუნველყოფს სამედიცინო და არასამედიცინო მიმართულებით, თანამშრომელთა გადამზადების პროგრამებს, რომელიც მიმართულია როგორც მათ პროფესიულ, ასევე პიროვნულ ზრდაზე.
  • ევექსელის ბენეფიტი - ქსელის მასშტაბით, ყველა თანამშრომელს, ყოველგვარი შეზღუდვისა და ლიმიტის გარეშე, აქვს შესაძლებლობა მიიღოს:
  • 50%-იანი ფასდაკლება ლაბორატორიულ-ინსტრუმენტულ კვლევებზე
  • 50%-მდე ფასდაკლება სტომატოლოგიურ მომასახურებზე კლინიკა “ნიუ დენტში”
  • ფასდაკლებები “ჯიპისის” და “ფარმადეპოს” სააფთიაქო ქსელში მედიკამენტებსა და თავის მოვლის საშუალებებზე.
  • ჯანმრთელობის დაზღვევა - ხელმისაწვდომია ყველა თანამშრომლისთვის.

ევექსი მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!