ევექსი აცხადებს ვაკანსიას ექოსკოპისტის ასისტენტის პოზიცია
სამუშაო ადგილი: თბილისის პოლიკლინიკები
სამუშაო გრაფიკი: სრული (40 სთ)/ ნახევარი (20 სთ)
ძირითადი მოვალეობები:
• კლინიკის მიერ შემუშავებული პოლისებისა და პროტოკოლების შესრულება;
• ექოსკოპისტის ასისტირება კვლევის ჩატარების დროს;
• კვლევის ჩანაწერების ზუსტად და დროულად მომზადება;
• საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.
ვაკანსიის მოთხოვნები:
• სასურველია უმაღლესი სამედიცინო განათლება ( განიხილებიან სტუდენტებიც);
• სასურველია სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
• პრიორიტეტულია კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.
• პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);
• პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა;
ჩვენთან შენ მიიღებ:
ტრენინგი და განვითარება - “ევექსი”, როგორც განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია, უზრუნველყოფს სამედიცინო და არასამედიცინო მიმართულებით, თანამშრომელთა გადამზადების პროგრამებს, რომელიც მიმართულია როგორც მათ პროფესიულ, ასევე პიროვნულზრდაზე.
ევექსელის ბენეფიტი - ქსელის მასშტაბით, ყველა თანამშრომელს, ყოველგვარი შეზღუდვისა და ლიმიტის გარეშე, აქვს შესაძლებლობა მიიღოს:
• 50%-იანი ფასდაკლება ლაბორატორიულ-ინსტრუმენტულ კვლევებზე
• 50%-მდე ფასდაკლება სტომატოლოგიურ მომასახურებზე კლინიკა “ნიუ დენტში”
• ფასდაკლებები “ჯიპისის” და “ფარმადეპოს” სააფთიაქო ქსელში მედიკამენტებსა და თავის მოვლის საშუალებებზე.
ჯანმრთელობის დაზღვევა - ხელმისაწვდომია ყველა თანამშრომლისთვის.
ევექსი მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!