ევექსი აცხადებს ვაკანსიას მთავარი მედდის პოზიციაზე
სამუშაოს ადგილმდებარეობა: გლდანის პოლიკლინიკა, მარატ ნოზაძის N8
სამუშაო გრაფიკი: სრული
ძირითადი მოვალეობები:
- საექთნო საქმის ხარისხიანი მართვა;
- სამედიცინო სახარჯო მასალისა და მედიკამენტების მარაგისა და ვადების კონტროლი, ყოველკვირეულად მათი აღწერა, ჩამოწერა პროგრამულად;
- სამედიცინო დაწესებულებაში ჰიგიენის სტანდარტის უზრუნველყოფა;
- ინფექციის კონტროლისა და პრევენციის პროცესის კოორდინირება;
- ექთნების მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხის და სიზუსტის კონტროლი (ქსელში დანერგილი პროტოკოლების შესაბამისად);
- კლინიკის მიერ შემუშავებული პროცედურების (ფორმალური და არაფორმალური წესები) და პროტოკოლების შესრულება;
ვაკანსიის მოთხოვნები:
- სავალდებულოა, პროფესიული კოლეჯის პრაქტიკოსი ექთნის სპეციალიზაცია ან/და უმაღლესი სამედიცინო განათლება;
- სამუშაო გამოცდილება მედდის პოზიციაზე არანაკლებ 3 წელი;
- სასურველია სტაციონარში მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია მენეჯერული სამუშაო გამოცდილება;
- სამუშაოს დაგეგემვა/ორგანიზების უნარი;
- პრიორიტეტის განსაზღვრის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
ჩვენთან შენ მიიღებ:
- ტრენინგი და განვითარება - “ევექსი”, როგორც განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია, უზრუნველყოფს სამედიცინო და არასამედიცინო მიმართულებით, თანამშრომელთა გადამზადების პროგრამებს, რომელიც მიმართულია როგორც მათ პროფესიულ, ასევე პიროვნულ ზრდაზე.
- ევექსელის ბენეფიტი - ქსელის მასშტაბით, ყველა თანამშრომელს, ყოველგვარი შეზღუდვისა და ლიმიტის გარეშე, აქვს შესაძლებლობა მიიღოს:
- 50%-იანი ფასდაკლება ლაბორატორიულ-ინსტრუმენტულ კვლევებზე
- 50%-მდე ფასდაკლება სტომატოლოგიურ მომასახურებზე კლინიკა “ნიუ დენტში”
- ფასდაკლებები “ჯიპისის” და “ფარმადეპოს” სააფთიაქო ქსელში მედიკამენტებსა და თავის მოვლის საშუალებებზე.
- ჯანმრთელობის დაზღვევა - ხელმისაწვდომია ყველა თანამშრომლისთვის.
ევექსი მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს !