"ევექსი" აცხადებს ვაკანსიას ინტერიერის დიზაინერის პოზიციაზე
ძირითადი მოვალეობები:
- კლინიკების, სააფთიაქო სივრცეების და ოფისების ინტერიერის დიზაინის/კონცეფციის შემუშავება, კომპანიის ბრენდბუქისა და მარკეტინგული სტრატეგიის შესაბამისად;
- პაციენტებისა და თანამშრომლების კომფორტის უზრუნველსაყოფად სივრცის დაგეგმარება, ერგონომიკის გათვალისწინება, ფუნქციური ზონირება.
- სამუშაო ნახაზების, 3D ვიზუალიზაციებისა და დეტალური სპეციფიკაციების (Materia/Moodboard) მომზადება;
- საბოლოო ნახაზების და ვიზუალიზაციის დოკუმენტაციის წარმოება, მიწოდება უშუალო ხელმძღვანელისთვის;
- შესაბამისი ავეჯის, განათების, მოსაპირკეთებელი მასალებისა და დეკორატიული ელემენტების შერჩევა/სპეციფიკაციის გაწერა;
- მარკეტინგის გუნდთან და პროექტების მართვის დეპარტამენტთან თანამშრომლობა პროცესის დაწყებიდან დასრულებამდე;
- სარემონტო და სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობისას საავტორო ზედამხედველობა;
ვაკანსიის მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება არქიტექტურის ან ინტერიერის დიზაინის მიმართულებით;
- მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება ინტერიერის დიზაინის მიმართულებით (უპირატესობად ჩაითვლება კომერციული ან სამედიცინო სივრცეების დიზაინზე მუშაობის გამოცდილება);
- აუცილებელია გრაფიკული პროგრამების პროფესიონალურ დონეზე ფლობა: 3Ds Max (ან Blender/V-Ray/Corona), AutoCAD, Archicad, Adobe Photoshop;
- სამშენებლო და მოსაპირკეთებელი მასალების ცოდნა;
- ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
- პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);
განცხადების მიღების საბოლოო ვადაა: 22 ივლისი, 2026
„ევექსი“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!