სერვისის მენეჯერი

 

ევექსი აცხადებს ვაკანსიას სერვისის მენეჯერის პოზიციაზე

სამუშაო ადგილი: თბილისი, ცინცაძის N24ა

სამუშაო გრაფიკი: სრული, სტანდარტული

ძირითადი მოვალეობები:

  • მომხმარებლების მომსახურების პროცესის დადგენილი წესის შესაბამისად წარმართვის უზრუნველყოფა; 
  • კლინიკის მომსახურების სივრცის მუდმივი მონიტორინგი და გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა; 
  • მომსახურებაში ჩართული თანამშრომლების ყოველდღიური შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა; 
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების საქმიანობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და პროცესების მართვა; 
  • პრობლემური სიტუაციების იდენტიფიცირება, მართვა და მოგვარების უზრუნველყოფა; 
  • პრეტენზიულ პაციენტებთან კომუნიკაცია და დაფიქსირებული პრობლემის ეფექტურად და დროულად მოგვარება. 

ვაკანსიის მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • მომსახურების სფეროში მუშაობის სულ მცირე 1 წლიანი გამოცდილება;  
  • სასურველია 1 წელი მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; 
  • პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);
  • პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა;

ჩვენთან შენ მიიღებ:

  • ტრენინგი და განვითარება - “ევექსი”, როგორც განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია, უზრუნველყოფს სამედიცინო და არასამედიცინო მიმართულებით, თანამშრომელთა გადამზადების პროგრამებს, რომელიც მიმართულია როგორც მათ პროფესიულ, ასევე პიროვნულ ზრდაზე.
  • ევექსელის ბენეფიტი - ქსელის მასშტაბით, ყველა თანამშრომელს, ყოველგვარი შეზღუდვისა და ლიმიტის გარეშე, აქვს შესაძლებლობა მიიღოს:
  • 50%-იანი ფასდაკლება ლაბორატორიულ-ინსტრუმენტულ კვლევებზე
  • 50%-მდე ფასდაკლება სტომატოლოგიურ მომასახურებზე კლინიკა “ნიუ დენტში”
  • ფასდაკლებები “ჯიპისის” და “ფარმადეპოს” სააფთიაქო ქსელში მედიკამენტებსა და თავის მოვლის საშუალებებზე.
  • ჯანმრთელობის დაზღვევა - ხელმისაწვდომია ყველა თანამშრომლისთვის.

 

ევექსი მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!

 

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!