ევექსი აცხადებს ვაკანსიას კაბინეტის მედდის/ექთნის პოზიციაზე თბილისში.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ევექსის პოლიკლინიკები.
ძირითადი მოვალეობები:
•კვალიფიციური საექთნო მომსახურების გაწევა კომპანიაში დანერგილი გაიდლაინების გათვალისწინებით;
•სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება;
•საექთნო მანიპულაციების შესრულება;
•საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება;
ვაკანსიის მოთხოვნები:
•პროფესიული კოლეჯის პრაქტიკოსი ექთნის სწავლების დიპლომი;
•სასურველია სამუშაო გამოცდილება აღნიშნული მიმართულებით;
•ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
•დეტალებზე ორიენტირებულობა;
ჩვენთან შენ მიიღებ:
ტრენინგი და განვითარება - “ევექსი”, როგორც განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია, უზრუნველყოფს სამედიცინო და არასამედიცინო მიმართულებით, თანამშრომელთა გადამზადების პროგრამებს, რომელიც მიმართულია როგორც მათ პროფესიულ, ასევე პიროვნულ ზრდაზე.
ევექსელის ბენეფიტი - ქსელის მასშტაბით, ყველა თანამშრომელს, ყოველგვარი შეზღუდვისა და ლიმიტის გარეშე, აქვს შესაძლებლობა მიიღოს:
• 50%-იანი ფასდაკლება ლაბორატორიულ-ინსტრუმენტულ კვლევებზე
• 50%-მდე ფასდაკლება სტომატოლოგიურ მომასახურებზე კლინიკა “ნიუ დენტში”
• ფასდაკლებები “ჯიპისის” და “ფარმადეპოს” სააფთიაქო ქსელში მედიკამენტებსა და თავის მოვლის საშუალებებზე.
ჯანმრთელობის დაზღვევა - ხელმისაწვდომია ყველა თანამშრომლისთვის.
ევექსი მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!