„ევექსი“ აცხადებს ვაკანსიას Health Coach(ოჯახის ექიმი) ასისტენტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, გურამიშვილის პოლიკლინიკა
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, კვირაში 40 საათი
Health Coach-ის შესახებ:
Health Coach ევექსის ინოვაციური პროდუქტია, რომელიც UKIHCA-სთან (United Kingdom International Health Coaching Association) კოლაბორაციით შეიქმნა.
Health Coaching არის მტკიცებულებებზე დაფუძნებული დისციპლინა. მისი მთავარი ამოცანა ჰოლისტური მიდგომით ადამიანის სრული ჯანმრთელობის მხარდაჭერაა. ოჯახის ექიმი/Health Coach ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით, ეხმარება პაციენტს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მიზნების დასახვასა და მიღწევაში.
ხანგრძლივი თანამშრომლობის პროცესში, ოჯახის ექიმი/ Health Coach პაციენტს ეხმარება ჯანსაღი ცხოვრების წესის შექმნაში. ინდივიდის განათლებითა და ცნობიერების ამაღლებით კი ეტაპობრივად ხდება სასურველი ქცევებისა და ჩვევების ჩამოყალიბება. პაციენტი ექიმისგან იღებს რეგულარულ უკუკავშირსა და მხარდაჭერას, რაც უზრუნველყოფს მდგრადი, დადებითი შედეგების მიღწევას.
Health Coach ასისტენტის ძირითადი მოვალეობები:
• ოჯახის ექიმის/Health Coach-ის დახმარება პაციენტის მიღების/მომსახურეობის გაწევის დროს;
• პაციენტის ვიზიტების დაგეგმვა კლინიკის ელექტრონულ პროგრამაში ქსელის მასშტაბით;
• მომხმარებელთან კომუნიკაციისა და ექიმის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება, ჩანაწერის გაკეთება და მონაცემების შეყვანა კლინიკის ელექტრონულ პროგრამაში;
• პაციენტისთვის დანიშნული კვლევების ჯავშნების განხორციელება;
• განმეორებითი კონსულტაციის დაგეგმვა პირველადი კონსულტაციის ფარგლებში;
• ოჯახის ექიმთან/Health Coach-თან ერთად პაციენტის კვლევის შედეგების გაცნობა და მომზადება შემდგომი უკუკავშირისთვის;
• რიგის მართვის სისტემის გამოყენება;
• საჭიროების შემთხვევაში სახელმწიფო ჯანდაცვის სამედიცინო პორტალზე მუშაობა.
• Health Coach-ის მიერ მითითებული დავალებების შესრულება;
ვაკანსიის მოთხოვნები:
• აუცილებელი მოთხოვნაა სამედიცინო განათლება (სამკურნალო საქმე);
• სასურველია ჯანდაცვის სფეროში მუშაობის გამოცდილება
• MS Office-ის პროგრამები მომხმარებლის დონეზე (Word; Excel);
• პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);
• პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა;
ჩვენთან შენ მიიღებ:
ტრენინგი და განვითარება - “ევექსი”, როგორც განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია, უზრუნველყოფს სამედიცინო და არასამედიცინო მიმართულებით, თანამშრომელთა გადამზადების პროგრამებს, რომელიც მიმართულია როგორც მათ პროფესიულ, ასევე პიროვნულზრდაზე.
ევექსელის ბენეფიტი - ქსელის მასშტაბით, ყველა თანამშრომელს, ყოველგვარი შეზღუდვისა და ლიმიტის გარეშე, აქვს შესაძლებლობა მიიღოს:
• 50%-იანი ფასდაკლება ლაბორატორიულ-ინსტრუმენტულ კვლევებზე
• 50%-მდე ფასდაკლება სტომატოლოგიურ მომასახურებზე კლინიკა “ნიუ დენტში”
• ფასდაკლებები “ჯიპისის” და “ფარმადეპოს” სააფთიაქო ქსელში მედიკამენტებსა და თავის მოვლის საშუალებებზე.
ჯანმრთელობის დაზღვევა - ხელმისაწვდომია ყველა თანამშრომლისთვის.
ევექსი მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!