დღის სტაციონარის ექთანი

 

"ევექსი" აცხადებს ვაკანსიას დღის სტაციონარის ექთნის პოზიციაზე

სამუშაო ადგილი: დიდუბის/ვაზისუბნის პოლიკლინიკა

ძირითადი მოვალეობები:

  • პაციენტის მდგომარეობაზე დაკვირვება და საციცოცხლო ფუნქციების მონიტორინგი;
  • პაციენტის პირველადი შეფასება  და დოკუმენტირება;
  • მანიპულაციების ხარისხიანი ჩატარება ქსელში დანერგილი პროტოკოლების შესაბამისად;
  • პერიფერიული ვენის კათეტერიზაცია;
  • შესაძლო გვერდითი მოვლენების ან ალერგიული რეაქციების ადრეული გამოვლენა და მყისიერი რეაგირება;
  • მედიკამენტებისა და სახარჯი მასალის რაოდენობის, ვარგისიანობისა და ვადების კონტროლი;

ვაკანსიის მოთხოვნები:

  • სპეციალიზებული საშუალო განთლება: საექთნო საქმე ან უმაღლესი სამედიცინო განათლება ან სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი VI სემესტრიდან;
  • სასურველია სამუშაო გამოცდილება;
  • ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
  • პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);

ჩვენთან შენ მიიღებ:

  • ტრენინგი და განვითარება - “ევექსი”, როგორც განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია, უზრუნველყოფს სამედიცინო და არასამედიცინო მიმართულებით, თანამშრომელთა გადამზადების პროგრამებს, რომელიც მიმართულია როგორც მათ პროფესიულ, ასევე პიროვნულ ზრდაზე.
  • ევექსელის ბენეფიტი - ქსელის მასშტაბით, ყველა თანამშრომელს, ყოველგვარი შეზღუდვისა და ლიმიტის გარეშე, აქვს შესაძლებლობა მიიღოს:
  • 50%-იანი ფასდაკლება ლაბორატორიულ-ინსტრუმენტულ კვლევებზე
  • 50%-მდე ფასდაკლება სტომატოლოგიურ მომასახურებზე კლინიკა “ნიუ დენტში”
  • ფასდაკლებები “ჯიპისის” და “ფარმადეპოს” სააფთიაქო ქსელში მედიკამენტებსა და თავის მოვლის საშუალებებზე.
  • ჯანმრთელობის დაზღვევა - ხელმისაწვდომია ყველა თანამშრომლისთვის.

ევექსი მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!