"ევექსი" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განრიგი: სრული, სტანდარტული
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის სახელზე შემოსული და გასული კორესპონდენციისა და ოფიციალური დოკუმენტაციის ადმინისტრირების პროცესის მართვა;
- ბრძანებების და სხვა ადმინისტრაციული დოკუმენტების წარმოება;
- კომპანიის ოფიციალური დოკუმენტაციის რეესტრისა და ელექტრონული არქივის წარმოება;
- მივლინებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის ადმინისტრირება;
- ოფისში დაგეგმილი შეხვედრების ადმინისტრაციულ/ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა;
- უშუალო ხელმძღვანელის მიერ მითითებული სხვადასხვა დავალების შესრულება, რაც პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულია მის საქმიანობასთან.
ვაკანსიის მოთხოვნები:
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა (განსაკუთრებით Word, Excel)
- სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
- პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);
- ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
ჩვენთან შენ მიიღებ:
- ტრენინგი და განვითარება - “ევექსი”, როგორც განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია, უზრუნველყოფს სამედიცინო და არასამედიცინო მიმართულებით, თანამშრომელთა გადამზადების პროგრამებს, რომელიც მიმართულია როგორც მათ პროფესიულ, ასევე პიროვნულ ზრდაზე.
- ევექსელის ბენეფიტი - ქსელის მასშტაბით, ყველა თანამშრომელს, ყოველგვარი შეზღუდვისა და ლიმიტის გარეშე, აქვს შესაძლებლობა მიიღოს:
- 50%-იანი ფასდაკლება ლაბორატორიულ-ინსტრუმენტულ კვლევებზე
- 50%-მდე ფასდაკლება სტომატოლოგიურ მომასახურებზე კლინიკა “ნიუ დენტში”
- ფასდაკლებები “ჯიპისის” და “ფარმადეპოს” სააფთიაქო ქსელში მედიკამენტებსა და თავის მოვლის საშუალებებზე.
- ჯანმრთელობის დაზღვევა - ხელმისაწვდომია ყველა თანამშრომლისთვის.
„ევექსი“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!