შესყიდვების სპეციალისტი
სამუშაო განაკვეთი: სრული

ევექსი აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე

სამუშაო ადგილი: თბილისი, სათაო ოფისი, ს. ცინცაძის 24ა

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 10:00 – 19:00 საათი

 

ძირითადი მოვალეობები:

  • ქსელის მასშტაბით, კლინიკების სამედიცინო და არასამედიცინო აპარატურით/ინვენტარით/მასალებით უწყვეტად მომარაგების უზრუნველყოფა, მოთხოვნის შესაბამისად; შესყიდვის პროცესის მუდმივი ანალიზი და გაუმჯობესების მიზნით, უშუალო ხელმძღვანელთან ცვლილებების ინიცირება;
  •  შესაძენი მომსახურების/საქონლის შესახებ ინფორმაციის მოძიება და დაზუსტება; სპეციფიკიდან და მოცულობიდან გამომდინარე, შესაბამისი შესყიდვების ტიპის წარმართვა.
  • საწყობში საჭირო სამედიცინო და არასამედიცინო ინვენტარი/მასალების მარაგის არსებობის უზრუნველყოფა;
  • ქსელის მასშტაბით, სხვადასხვა დაინტერესებულ/უფლებამოსილ სტრუქტურულ ერთეულთან კოორდინირებულად მუშაობა და დაფიქსირებული საჭიროებების შესყიდვა;
  • შესყიდვის ვადების დაცვა, კომპანიაში არსებული პოლიტიკის შესაბამისად;
  • შესყიდვების პროცესის მუდმიმვი მონიტორინგი, კლინიკების მხრიდან მომწოდებლების მიმართ დაფიქსირებული პრობლემების მოგვარებაში მონაწილეობა. მათ შორის, დროულად მიწოდება, წუნდებული პროდუქციის ჩანაცვლება/დაბრუნება და სხვა;

ვაკანსიის მოთხოვნები:

  • აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 2 წლიანი გამოცდილება;
  • სასურველია სამუშაო გამოცდილება სამედიცინო სფეროში;
  • სასურველია სასერტიფიკატო განათლება შესყიდვების მიმართულებით;
  • ჯანდაცვის სამინისტროს დადგენილებების ცოდნა, საყოველთაო ჯანდაცვისა და ვერტიკალური პროგრამების შესახებ;
  • პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);
  • პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა;

ჩვენთან შენ მიიღებ:

  • ტრენინგი და განვითარება - “ევექსი”, როგორც განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია, უზრუნველყოფს სამედიცინო და არასამედიცინო მიმართულებით, თანამშრომელთა გადამზადების პროგრამებს, რომელიც მიმართულია როგორც მათ პროფესიულ, ასევე პიროვნულ ზრდაზე.
  • ევექსელის ბენეფიტი - ქსელის მასშტაბით, ყველა თანამშრომელს, ყოველგვარი შეზღუდვისა და ლიმიტის გარეშე, აქვს შესაძლებლობა მიიღოს:
  • 50%-იანი ფასდაკლება ლაბორატორიულ-ინსტრუმენტულ კვლევებზე
  • 50%-მდე ფასდაკლება სტომატოლოგიურ მომასახურებზე კლინიკა “ნიუ დენტში”
  • ფასდაკლებები “ჯიპისის” და “ფარმადეპოს” სააფთიაქო ქსელში მედიკამენტებსა და თავის მოვლის საშუალებებზე.
  • ჯანმრთელობის დაზღვევა - ხელმისაწვდომია ყველა თანამშრომლისთვის.
ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილ(ებ)ი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!
<