საწყობის უფროსი სპეციალისტი

"ევექსი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე

სამუშაო ადგილი: სათავო ოფისი, ს.ცინცაძის N24ა

სამუშაო განრიგი: სრული, სტანდარტული

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიაში სამედიცინო, სამეურნეო, ტექნიკური და სხვა სახის მარაგების მიღების, ოპტიმალურად დასაწყობებისა და აღრიცხვის პროცესების მართვა;
  • საწყობში არსებული გამოუყენებელი ინვენტარის ჩამოწერის/რეალიზაციის ინიცირება და პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულების ინფორმირება;
  • შიდა პროცედურის მიხედვით, საწყობში სამედიცინო და არასამედიცინო მარაგების ნაშთების/ვადების კონტროლი;
  • დაფიქსირებულ მოთხოვნებზე დროული რეაგირება და სტატუსების მართვა;
  • ყოველდღიურად Rs.ge - ზე ზედნადებების და ანგარიშფაქტურების ამოღება/გადამოწმება;
  • პერიოდული ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან;
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ მითითებული სხვადასხვა დავალების შესრულება, რაც პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულია მის საქმიანობასთან.

ვაკანსიის მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია ზოგადი მენეჯმენტის მიმართულებით);
  • აუცილებელია საწყობის მიმართულებით სულ მცირე 3 წლიანი გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა - განსაკუთრებით MS Excel;
  • Rs.ge-ზე მუშაობის ცოდნა;
  • Exact-ში მუშაობის გამოცდილება;
  • ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;

ჩვენთან შენ მიიღებ:

  • ტრენინგი და განვითარება - “ევექსი”, როგორც განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია, უზრუნველყოფს სამედიცინო და არასამედიცინო მიმართულებით, თანამშრომელთა გადამზადების პროგრამებს, რომელიც მიმართულია როგორც მათ პროფესიულ, ასევე პიროვნულ ზრდაზე.
  • ევექსელის ბენეფიტი - ქსელის მასშტაბით, ყველა თანამშრომელს, ყოველგვარი შეზღუდვისა და ლიმიტის გარეშე, აქვს შესაძლებლობა მიიღოს:
  • 50%-იანი ფასდაკლება ლაბორატორიულ-ინსტრუმენტულ კვლევებზე
  • 50%-მდე ფასდაკლება სტომატოლოგიურ მომასახურებზე კლინიკა “ნიუ დენტში”
  • ფასდაკლებები “ჯიპისის” და “ფარმადეპოს” სააფთიაქო ქსელში მედიკამენტებსა და თავის მოვლის საშუალებებზე.
  • ჯანმრთელობის დაზღვევა - ხელმისაწვდომია ყველა თანამშრომლისთვის.

 

„ევექსი“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!

 

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!