ევექს აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ძირითადი მოვალეობები:
• ქსელის მასშტაბით, საჭიროების გათვალისწინებით, სხვადასხვა ინვენტარის, მედიკამენტების, დოკუმენტაციის და სხვა, ტრანსპორტირება;
• ბინაზე გამოძახებისას თანამშრომლების ტრანსპორტირების უზრუნველყოფა;
• საანალიზო მასალების ტრანსპორტირება წინასწარ დადგენილი დროისა და გადაადგილების გრაფიკების მიხედვით;
• საწვავის მარაგის კონტროლი და შესაბამის პირთან დროული კომუნიკაცია, მარაგის შევსების მიზნით;
• უშუალო ხელმძღვანელის მიერ მითითებული სხვადასხვა დავალების შესრულება, რაც პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულია მის საქმიანობასთან;
ვაკანსიის მოთხოვნები:
• საშუალო განათლება;
• აუცილებელია B2 კატეგორიის მართვის მოწმობა;
• აუცილებელია ანალოგიურ პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
• ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
• პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);
ევექსელის ბენეფიტი - ქსელის მასშტაბით, ყველა თანამშრომელს, ყოველგვარი შეზღუდვისა და ლიმიტის გარეშე, აქვს შესაძლებლობა მიიღოს:
• 50%-იანი ფასდაკლება ლაბორატორიულ-ინსტრუმენტულ კვლევებზე
• 50%-მდე ფასდაკლება სტომატოლოგიურ მომასახურებზე კლინიკა “ნიუ დენტში”
• ფასდაკლებები “ჯიპისის” და “ფარმადეპოს” სააფთიაქო ქსელში მედიკამენტებსა და თავის მოვლის საშუალებებზე.
ჯანმრთელობის დაზღვევა - ხელმისაწვდომია ყველა თანამშრომლისთვის.
ევექსი მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!