ტრენერი

 

"ევექსი" აცხადებს ვაკანსიას ტრენერის პოზიციაზე

სამუშაო ადგილი: თბილისი, სათავო ოფისი, ცინცაძის N24ა

სამუშაო გრაფიკი: სრული, სტანდარტული

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპეტენციის ფარგლებში სასწავლო/სატრენინგო მოდულების შექმნა და მუდმივ განახლებაზე ზრუნვა;
  • კომპანიის არსებული/ახალი თანამშრომლებისთვის კომუნიკაციისა და პროფესიული კომპეტენციების განმავითარებელი ტრენინგების ჩატარება (სტანდარტი, პროდუქტი, პროცედურა, პროგრამული უზრუნველყოფა და ა.შ.)
  • შესაბამისი სასწავლო/სატრენინგო მასალების მომზადება ან/და მომზადების პროცესის მხარდაჭერა;
  • სასწავლო/საინფორმაციო დოკუმენტების ბაზების შექმნა და მუდმივ გაუმჯობესებაზე/განახლებაზე/ხელმისაწვდომობაზე ზრუნვა (პროდუქტი, პროცედურა, პროგრამული უზრუნველყოფა);
  • თანამშრომლებისთვის პერიოდული ტესტირების ორგანიზება (ტესტური დავალებების შემუშავება და შედეგების შეფასება);
  • ონლაინ სასწავლო კურსების მომზადების პროცესში ჩართულობა; 
  • მენტორინგის პროგრამის ადმინისტრირება და მართვა - მენტორებთან სასწავლი შეხვედრების უზრუნველყოფა, მათთვის სამუშაო დოკუმენტების შემუშავება/განახლება და შეფასების პროცესის მხარდაჭერა;
  • ტრენინგების შედეგების შეფასების უზრუნველყოფა, მიღებული უკუკავშირის ანალიზი, შესაბამისი ანგარიშების მომზადება და ცვლილებების ინიცირება;
  • ტრენინგებთან დაკავშირებული საორგანიზაციო საქმიანობის განხორციელება;
  • შესრულებული სამუშაოს შესახებ პერიოდული ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან;

ვაკანსიის მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • სავალდებულოა მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია სასერთიფიკატო განათლება ადამიანური რესურსების მართვის კუთხით;
  • საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა;
  • სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
  • პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);
  • პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;   

ჩვენთან შენ მიიღებ:

  • ტრენინგი და განვითარება - “ევექსი”, როგორც განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია, უზრუნველყოფს სამედიცინო და არასამედიცინო მიმართულებით, თანამშრომელთა გადამზადების პროგრამებს, რომელიც მიმართულია როგორც მათ პროფესიულ, ასევე პიროვნულ ზრდაზე.
  • ევექსელის ბენეფიტი - ქსელის მასშტაბით, ყველა თანამშრომელს, ყოველგვარი შეზღუდვისა და ლიმიტის გარეშე, აქვს შესაძლებლობა მიიღოს:
  • 50%-იანი ფასდაკლება ლაბორატორიულ-ინსტრუმენტულ კვლევებზე
  • 50%-მდე ფასდაკლება სტომატოლოგიურ მომასახურებზე კლინიკა “ნიუ დენტში”
  • ფასდაკლებები “ჯიპისის” და “ფარმადეპოს” სააფთიაქო ქსელში მედიკამენტებსა და თავის მოვლის საშუალებებზე.
  • ჯანმრთელობის დაზღვევა - ხელმისაწვდომია ყველა თანამშრომლისთვის.

 

ევექსი მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!