ევექსი აცხადებს ვაკანსიას საინფორმაციო დესკის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: საბურთალოს პოლიკლინიკა.
სამუშაო გრაფიკი: სრული
ძირითადი მოვალეობები:
•სამედიცინო დაწესებულებაში, მომხმარებლების მომსახურების პროცესის დადგენილი წესის შესაბამისად წარმართვა;
•პაციენტის საავადმყოფო ფურცლის ადმინისტრირება: გახსნა, შესაბამისი ინფორმაციის ასახვა, საჭიროების შემთხვევაში გაგრძელება, გაცემა, დახურვა, ჟურნალში მონაცემების ასახვა;
•საჭიროების შემთხვევაში, პაციენტის დამსაქმებელებთან კომუნიკაცია; პაციენტის საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის შესახებ, საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
•ადგილობრივი მმართველობითი ორგანოებისგან (მერია, გამგეობა, ჯანდაცვის სამინისტრო, რეფერალური და სხვა) დაფინანსების მიღების მიზნით, პაციენტების ფორმა 100-ების ჯანდაცვის პორტალზე ატვირთვა;
•ფორმა 100-ების დამოწმება (საჭიროებიდან გამომდინარე, მენეჯერის ბეჭდითა და ფაქსიმილიით, ექიმის ცოცხალი ხელმოწერით) და პაციენტებისთვის მიწოდება;
ვაკანსიის მოთხოვნები:
•უმაღლესი განათლება (განიხილებიან სტუდენტებიც);
•სასურველია მსგავს პოზიციაზე სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება;
•საოფისე პროგრამების საშუალო დონეზე ცოდნა;
•სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
•პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);
•პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა;
ჩვენთან შენ მიიღებ:
ტრენინგი და განვითარება - “ევექსი”, როგორც განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია, უზრუნველყოფს სამედიცინო და არასამედიცინო მიმართულებით, თანამშრომელთა გადამზადების პროგრამებს, რომელიც მიმართულია როგორც მათ პროფესიულ, ასევე პიროვნულზრდაზე.
ევექსელის ბენეფიტი - ქსელის მასშტაბით, ყველა თანამშრომელს, ყოველგვარი შეზღუდვისა და ლიმიტის გარეშე, აქვს შესაძლებლობა მიიღოს:
• 50%-იანი ფასდაკლება ლაბორატორიულ-ინსტრუმენტულ კვლევებზე
• 50%-მდე ფასდაკლება სტომატოლოგიურ მომასახურებზე კლინიკა “ნიუ დენტში”
• ფასდაკლებები “ჯიპისის” და “ფარმადეპოს” სააფთიაქო ქსელში მედიკამენტებსა და თავის მოვლის საშუალებებზე.
ჯანმრთელობის დაზღვევა - ხელმისაწვდომია ყველა თანამშრომლისთვის.
ევექსი მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!